გუბერნატორმა მარნეულელი წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა
07/11/2018
Municipality of Marneuli-ის
მიერ
გუბერნატორმა მარნეულელი წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა
დღეს, ქვემო ქართლის გუბერნიაში,სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, სოციალურად დაუცველი, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების გამარჯვებული ხუთი ახალგაზრდა, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებიდან, მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა და ახალი ინიციატივის შესახებ ესაუბრა.
მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე დაესწრო, რომელმაც წარმატებებისთვის მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტის სახელით, მომავალში წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად, გრიგოლ ნემსაძის გადაწყვეტილებითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერით, ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლიდან სერგო და სანდრო ხარშილაძეები, სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ მეორეადგილოსანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანიდან, მილენა ადამიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოდან, სასკოლო - საგანმანათლებლო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული, მალაქ აშიროვა და ასევე ქალაქ წალკის №2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გოჩა ცეცხლაძე ქობულეთში, საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც ხუთი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან. წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები კი წარჩინებული ბავშვების მატერიალურ წახალისებას უზრუნველყოფენ.
შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ ნემსაძემ, ახალგაზრდებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა, მათ პედაგოგებსა და მშობლებს კი გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/198...
https://www.facebook.com/pg/marneuli....