6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალიდან, 6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების მისაღებად, საქართველოს მასშტაბით, 20-ზე მეტი საგამოცდო ცენტრი უკვე მზად არის. თავდაპირველად აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურას ჩააბარებენ. ბოლო თვეების განმავლობაში, ონლაინსწავლების მიუხედავად, ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის დადასტურების ზღვარი არ დაიწევს და არც რთული კითხვების რაოდენობა შემცირდება. რაც შეეხება ვირუსის პრევენციისათვის ამოქმედებულ წესებს, რეგისტრაციის გავლა პირბადით არის სავალდებულო, თუმცა მოგვიანებით, უშუალოდ მერხთან დაჯდომის შემდეგ, ეს აუცილებელი აღარ არის. ამასთან, აბიტურიენტებს გაუზომავენ სიცხეს. განსაზღვრულია ფართობიც და ამ ფართობზე დასაშვებ პირთა რაოდენობა. ასევე, სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით. 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. საგამოცდო პროცესი 25 ივლისს დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რა წესების დაცვით ჩატარდება ეროვნული გამოცდები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება ეროვნული გამოცდებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული გამოცდებისთვის მერია ავტობუსების ხუთ მარშრუტს აამოქ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპაიდერმენი: დაბრუნება - 6 ივლისიდან
kinoafisha. ge
ოპერაცია კაზინო - 6 ივლისიდან
kinoafisha. ge
"ფენიქსის" ავტორები თეა ინასარიძე და ელის დოჯსონი "ფორმულას"...
Tea Inasaridze