ეროვნული გამოცდებისთვის მერია ავტობუსების ხუთ მარშრუტს აამოქმედებს

30.06.2019 00:45

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თბილისის მერია ავტობუსების ხუთ მარშრუტს აამოქმედებს. პირველი ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, დილის 6 საათიდან 20 საათამდე ხუთი სპეციალური დროებითი მარშრუტი იმოქმედებს. ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან. აღნიშნული მარშრუტებია: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ – 175-ე საჯარო სკოლამდე. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ – 39-ე, N173-ე და N177-ე საჯარო სკოლებამდე. მეტროსადგური „ვარკეთილიდან“ ავტობუსები N117-ე საჯარო სკოლამდე იმოძრავებენ. მეტროსადგური „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან N103-ე საჯარო სკოლამდე და მეტროსადგურ „დიდუბედან“ N147-ე საჯარო სკოლამდე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო