შეზღუდვა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე


გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. უხვი ნალექის შედეგად, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე განვითარდა მეწყერი, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მოკლე დროში მოძრაობის აღდგენის მიზნით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზების დეპარტამენტის განცხადებით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ. აქუცაზე გამავალი გზის გამოყენებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან