აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება

15.10.2023 01:49

რეგიონში საომარი მოქმედებების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის, რომელიც განთავსდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ვაშინგტონმა უკვე განალაგა ერთი ავიამზიდი და სამხედრო ხომალდები. „აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეაკავოს ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს”- განაცხადა თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენმა მიმდინარე მოვლენები ჰოლოკოსტის შემდეგ, ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ, მასობრივ ხოცვად შეაფასა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: