ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს


ისტორიული დღე საქართველოსთვის.

წელიწადნახევრიანი მოლოდინის შემდეგ რეკომენდაცია დადებითია. ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს და ევროპულ საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს. ახლა საბოლოო სიტყვა დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა უნდა თქვან, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინი დღეს კიდევ უფრო გამყარდა, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს ევროპელი ლიდერები სწორედ ევროკომისიის გაფართოების დღევანდელ ანგარიშს დაეყრდნობიან.

როგორ შეასრულა საქართველომ სტატუსის მისაღებად მიცემული 12 რეკომენდაცია 2022 წლის ივნისიდან დღემდე - ევროკომისია ხელშესახებ შედეგებს და პროგრესს აღიარებს, თუმცა მეტ მუშაობას ითხოვს რამდენიმე მიმართულებით. მათ შორისაა სასამართლო, მედია, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. გზავნილია პოლიტიკური სპექტრის მისამართითაც. ბრიუსელი ხელისუფლებას ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და რეფორმების გარშემო პოლიტიკური ძალების ერთად მუშაობას ითხოვს.

პირდაპირი ჩართვა ბრიუსელიდან, - სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან