ორი გარდაცვლილი და ხუთი დაჭრილი - მკვლელობა თბილისში
ორი გარდაცვლილი და ხუთი დაჭრილი. კოსტავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში, არაოფიციალური ინფორმაციით, ათამდე პირი მონაწილეობდა. ასევე, არაოფიციალური ცნობით, რამდენიმეს ეძებენ სამართალდამცველები. დღეს ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტერიტორია დაათვალიერეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაც. ინციდენტის სავარაუდო ადგილზე, სახანძრო სამსახურიც იყო გამოძახებული, სავარაუდოდ, სისხლის კვალის გადასარეცხად. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსების გადანაწილებას უკავშირდებოდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახეს ერთი პირი როგორ გადახტა შენობიდან და გაქცევას შეეცადა. მათი ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები ადგილობრივი მცხოვრებლები არ ყოფილან. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხეჩინაშვილისა და ალადაშვილის სახელობის კლინიკებში არიან გადაყვანილები. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია და შემზარავი ტრაგედია სოფელ ჯოჭოში / ეპიდემიის მეორე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეწყერი ხელვაჩაურში - მაშველებმა ოთხი გარდაცვლილი იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაოცარი გადარჩენის ტოპ 5 შემთხვევა
bii hehe
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster