თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება
კოსტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები რამდენიმე ადამიანს ეძებენ. ორი გარდაცვლილი და ხუთი დაჭრილი - ასეთია იმ დაპირისპირების შედეგი, რომელიც ღამით კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირებაში ათამდე პირი მონაწილეობდა. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტერიტორია დაათვალიერეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაც. იქ, სადაც სავარაუდოდ ინციდენტი მოხდა, სახანძრო სამსახურიც იყო გამოძახებული, სავარაუდოდ, სისხლის კვალის გადასარეცხად. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსების გადანაწილებას უკავშირდებოდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახეს ერთი პირი როგორ გადახტა შენობიდან და გაქცევას შეეცადა. მათი ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები ადგილობრივი მცხოვრებლები არ ყოფილან. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხეჩინაშვილისა და ალადაშვილის სახელობის კლინიკებში არიან გადაყვანილები. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების თვითმხილველებს ძ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასრულწლოვნების საქმეზე მიხეილ კალანდია გამოკითხეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში ჩატარებული,...
შინაგან საქმეთა სამინისტრო