ილია მეორე დღეს კიდევ 630-მდე ბავშვს მონათლავს

20.01.2019 00:51

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქი დღეს კიდევ 630-მდე ბავშვს მონათლავს. მათ შესაბამისი მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ. პატარებს ილია მეორე პირადად დალოცავს. მის უწმინდესობას ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან. 57-ე ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 17:00 საათზე დაიწყება. საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: