27 წლის მედდას გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო მოკვლევას განაგრძობს, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში გვიდასტურებენ. საქმეზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აქვს აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დღეს დილიდან ახალციხეში, „იმედის კლინიკასთან“ პოლიციელები რამდენჯერმე გამოჩნდნენ, ვითარება კლინიკასთან მაშინ დაიძაბა, როდესაც იქ გარდაცვლილის მეუღლე მივიდა და მომხდარში ექიმები დაადანაშაულა, მეორე ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როდესაც დაღუპული მედდას და კლინიკაში გარდაცვლილის პირადი ნივთების წამოსაღებად მივიდა.
კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მზად არიან როგორც გამოძიებასთან, ასევე რეგულირების სააგენტოსთან ითანამშრომლონ და მომხდარის შესახებ ყველა დეტალი მიაწოდონ.
შეგახსენებთ რომ, ახალციხეში 27 წლის მედდას, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.