27 წლის მედდის გარდაცვალების საქმე
27 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახი ექთნის გარდაცვალებაში ახალციხის კლინიკა „იმედს“ ადანაშაულებს. გარდაცვლილის მეუღლემ დღეს განაცხადა, რომ შემთხვევის დროს რეანიმატოლოგი არა კლინიკაში, არამედ გუბერნიაში იმყოფებოდა და ის ახალგაზრდა ქალისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას დაუყოვნებლივ ვერ შეძლებდა. ბრალდებას უარყოფს კლინიკის პერსონალი. მათი განცხადებით, ახალგაზრდა ქალს დახმარება დროულად აღმოუჩინეს. 27 წლის მედდის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო მოკვლევას განაგრძობს, ამის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში. საქმეზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აქვს აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მზად არიან, როგორც გამოძიებასთან ასევე რეგულირების სააგენტოსთან ითანამშრომლონ და მომხდარის შესახებ ყველა ინფორმაცია მიაწოდონ. 18 მარტს, ახალციხეში 27 წლის მედდას ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
27 წლის მედდის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
27 წლის გარდაცვლილი მედდის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
27 წლის გარდაცვლილი მედდას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
27 წლის გარდაცვლილი მედდის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარდაცვლილი მედდის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური: „ინსტაგრამული" ომები, ელიზაბეტ II-ეს საქოწინო საჩუქ...
Music Box
ზუგდიდში "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შეს...
Radio Atinati
#დღისკოდი ომი და მსოფლიო მშვიდობისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster