27 წლის გარდაცვლილი მედდის საქმე

21.03.2021 01:21

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. ოჯახის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობას დაზარალებული მხარე დღეიდან შეძლებს. მისივე თქმით, პროკურატურაში უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიებამ სასამართლოს მიმართა რამდენიმე შუამდგომლობით, მათ შორის, მოხდეს სამედიცინო ისტორიისა და დოკუმენტაციის ამოღება ახალციხიდან. ადვოკატის თქმით, იმუნოლოგიის ცენტრში ინახება სისხლის ნიმუში, რომელიც სიცოცხლის პერიოდშია გადაგზავნილი. ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახი ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: