მესტიაჭალაჰესის მიმდებარედ მდინარემ მანქანები წაიღო
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში ჭალად მყინვარის მიმდებარედ, სადაც „ჭალა ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა.წყლის მასამ რამდენიმე ავტომობილი წაიღო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა როგორც რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველები იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა ცდილობენ. ამავე ინფორმაციით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ. მესტიის მკვიდრის დავით ფალიანის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე მშენებარე ჰესთან არსებულმა ხიდმა ვერ გადმოატარა. ფალიანი ამბობს, რომ არც წაღებული მანქანების რაოდენობის შესახებ იცის ვინმე და არც ის იყვნენ თუ არა ავტომობილებში ადამიანები. „არავინ არ იცის რამდენი მანქანაა წაღებული, არც ის იცის არავინ იმ მანქანაში იმყოფებოდა თუ არა ვინმე. ასე, რომ ვთქვათ ის იყო სადგომი. ადგილი, რომელიც დაიტბორა არის, ჭალაადის მყინვარისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ორ მდინარეს შორის. აქ შენდება „მესტია ჭალა ჰესი“, ჩადგეს რამდენიმე კონსტრუქცია, მათ შორის მდინარეებზე გადასასვლელი ხიდი, სწორედ ამ ხიდმა ვერ გადმოატარა ადიდებული მდინარე. ხიდი გადმოყირავებული აქვს, ორი მანქანა ვნახე ნახევრად ჩამარხული. იქ ასევე არის პატარა კაფე, რომელსაც მიმდგარი აქვს წყალი. მოსახლეობა არ ცხოვრობს ახლოს, თუმცა ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლების გადმოყვანასაც ცდილობენ ახლა. როგორ მოახერხებენ არ ვიცი, ორ მდინარეს შორის არიან. ამიტომაც ვიყავით ამ ჰესების წინააღმდეგ ეს ისედაც რთული მდინარეა, მისი დამორჩილება შეუძლებელია“, - ამბობს დავით ფალიანი. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა. ვიდეო: დავით ფალიანი რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მესტიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მხოლოდ არასამთავრობო დაგვიდგა გვერდით - ნარგის ნიგურიანი სვა...
Mtisambebi / მთის ამბები
სტიქია სვანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როცა გიგანტურ ჰესებზე პროტესტი სამსახურის დაკარგვად გიჯდება...
Mtisambebi / მთის ამბები
სტიქია სვანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster