პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ პანკისში

12/19/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 დეკემბერს, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, პანკისის ხეობაში განხორციელდა პროექტი ,,მრავალფეროვანი საქართველო პანკისში\".
პროექტის მიზანი ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის პოპულარიზაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
18 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის კულტურის ცენტრში სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული კატალოგის „ვაინახური ხელოვნება“ (ავტორი თუმი დიშნი) პრეზენტაცია გაიმართა. ასევე გამოიფინა აღნიშნულ კატალოგში შესული ექსპონატები და ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები.
დუისის კულტურის ცენტრში პედაგოგებმა მოისმინეს ცნობილი რუსთველოლოგის ივანე ამირხანაშვილის ლექცია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ; გაიმართა ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია; ასევე, ჩატარდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, მუსიკოს რეზო კიკნაძის ბენდის კონცერტი.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან