ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ


ბათუმი, 26 მაისის ქუჩა გლოვისა და სოლიდარობის ადგილია. ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით არის სავსე. დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ახლობლები, მეგობრები, ქალაქის მცხოვრებლები. ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ დღეს დაღუპული მოზარდების თანაკლასელებიც. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. პარალელურად, სიტუაციას სწავლობენ სპეციალისტები, სწორედ ექსპერტებმა უნდა თქვან არის თუ არა კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. მერაბ წულუკიძე ბოლო ინფორმაციით ბათუმიდან.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან