25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

25.02.2023 04:19

საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ინტერვენციის გამო, 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა, ქვეყანაში კი კომუნისტური მმართველობა და 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა.

საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომები იყო - ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. კოჯორში შეიკრიბნენ დღეს პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine