მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ონლაინ სემინარი

01.12.2020

27 ნოემბერს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (#GLIP), იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა (#LPDC) და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (#IRZ) ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე: მომხმარებელთა უფლებები და სახელშეკრულებო ურთიერთობებში არსებული გამოწვევები. მომხსებლები: არნდ ვაისჰაუპტი - ქ. დიუსელდორფის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე და თამარ ლაკერბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ღონისძიებაზე განხილული იქნა მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გერმანულ პრაქტიკა და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი. ასევე, საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები.

გაზიარება: