ფიქრები ომზე | გიო ჭკადუა
ღამით მესიზმრა, კბილებს შორის ვიტნევდი თითებს, ძალას ვატანდი, რომ გამეხსნა შეკრული კრიჭა… დილით ვფიქრობდი… რომ კიდევ კარგი, ყველა ბრეკეტი ჩამომცვივდა წინა სიზმარში. __________________ მოგონება 2008 წლის აგვისტოს ომზე დაწყობილ რიგში ვაზის ტოტები კანდაბერილი ყურძნის მტევნებით დგანან და სიკვდილს ელოდებიან. _____________ *** უკვე იმღერეს… ხუთი თუ ათი თოთხმეტი თუ თექვსმეტი მარცვლით, ან ჰექსამეტრით - სარკისებურ ამბავთა თხრობით და ვიმეორებ ამ სიმღერებს, უხმოდ და გულში, ჯარისკაცები ჩემს ეკრანთან ფიცს როცა დებენ. _______________ *** ნეტავ თუ ოდესმე შეიყვარებენ იქ ქალები, ის ქალები, თან რომ გადარჩნენ, თან ყოველ წუთში ახლიდან რომ იღუპებიან. _________________ ექვსი წლის ბავშვი მარიუპოლში გამიგონია, როცა კი გტკივა, რომ არ გაგიჟდე, გონებას უნდა ჩამოფხიკო ყოველი განცდა… ნეტავ, წინმსწრებად ესწავლებინათ მათემატიკა, გადამრავლება, გამოკლება, რიცხვების დათვლა. ___________________ ექვსი წლის ბავშვი მარიუპოლში ცარცისფერია მისი თმები ახლა და მარად, დედამიწისთვის , სატურნივით - წრე თანამგზავრთა, ყველაზე დიდი - თეთრ რკალთა შორის, დანაშაულის ადგილებს რომ ასფალტზე აკრავს. *** წყალი მოვიდა ჯერ მილების ტალახი მოაქვს. დაიწმინდება… სულ ასეაო მასწავლა დედამ. ______________ ნეგატივი ასი წლის შემდეგ აქ გაზაფხულდა… წყალს შევაპკურებ თაროზე ყვავილს… ეგონოს წვიმა. ასე ვიქცევი რამდენიმე წელიწადია… და არ იზრდება, არც ულბება, არ უამდება... შემომხმარი მოშავო ფუფხი გატეხილ ფოთლებს. *** დაღუღუნებენ ფანჯარასთან ლურჯი მტრედები, ვუყურებ... ვხედავ… ღრმად გამოზნექილ მათ გულ-მკერდებში როგორ ირევა მხოლოდ თანხმოვნები. ზურგს უკან პურის გამომხმარი ნაჭერი მიდევს, დაველოდები. ავტორი: გიორგი ჭკადუა ▪ გაეცანით სხვადასხვა საინტერესო ისტორიას ვებგვერდზე - https://indigo.com.ge
მსგავსი ვიდეოები
Tomorrow Was The War
mariam natroshvili
დეზერტირი, ბორის ვიანი ქართულად და ფრანგულად Le déserteur, B...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
ფიქრები
Tatia
ფიქრები შენზე - მეგი მღებრიშვილი / "Thoughts About You" Geor...
ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs
ფიქრები - კარი შენს სულში | 20 ივლისი, 2019
EFCG • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
ფიქრები მეგრულ პოეზიაზე
Radio Atinati
ფიქრები გვანცა
Manana Kaxidze
ფიქრები ნაბახუსევზე***ესაქართველო, ვაზის და სიხარულის ქვეყან...
GIZO.TV