დღეს კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის, რიგით 35-ე სასამართლი პროცესი გაიმართა. სასამართლომ, რომელიც 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაცვის მხარის ჩვენება მოისმინა, რომელსაც წარმოადგენდნენ: პეტრე კიკნაძე- კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი მოადგილე; ლევან ბაღაშვილი- დედოფლისწყაროს ყოფილი გამგებელი; შაქრო ტერტერაშვილი კახეთის გუბერნიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი; ლაშა ჩივიაშვილი კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავად ბრალდებული გიორგი სიბაშვილი.
პროკურორმა დაცვის მხარეს „ქოჩების ტბის“ და „მანავის გზის“ ეპიზოდების შესახებ კითხვები დაუსვა, სხდომის დასრულების შემდეგ კი სასამართლოს შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. გიორგი სიბაშვილმა კი განაცხადა, რომ დღევანდელმა მისი უდანაშაულობა კიდევ უფრო ნათელი გახადა.
მორიგი სასამართლო სხდომა 13 ოქტომბერს გაიმართება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mqS21l