რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

20.02.2023 01:09

ომი უკრაინაში გრძელდება - რუსეთმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რაიონზე სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამიზნე ინდუსტრიული ზონა გახდა. დაბომბვამ ნგრევა გამოიწვია. გენშტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალები შეტევის განხორციელებას ხუთი მიმართულებით - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის რაიონებში ცდილობენ.

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმები ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების შვიდ დასახლებულ პუნქტზე მოიგერიეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi