ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები საპროტესტო აქციაზე
დიპლომატებს არადიპლომატიურ ქცევაზე მიუთითებენ. უცნობია, მოჰყვება თუ არა მწვავე განცხადებების გარდა „ქართული ოცნებისგან“ სხვა რეაგირება ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ გამოსვლებს. ევროკავშირის ოთხი ქვეყნის პირველი დიპლომატები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ და დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს. „მარტო არ ხართ“ - ასეთი იყო მთავარი გზავნილი. გაივლო პარალელები პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უახლეს ისტორიასთან, განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც მან ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციები ახსენა. იყო კრიტიკული გზავნილები ხელისუფლების მიმართ. მმართველი პარტია ევროპელ პარტნიორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და ხუთი ევროპული ქვეყნის დეპუტატების მსგავსად, მათ გუშინდელ ქცევას ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობად მიიჩნევს. მინისტრების გზავნილებიდან „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლარიზაციის ზრდის და რევოლუციის მოწყობის სურვილიც ამოიკითხეს. ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის პირველ დიპლომატებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. თუმცა, ბაიბა ბრაჟე აქციაზე ცალკე მივიდა და სცენაზე სიტყვით არ გამოსულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამოხმაურებები ბელარუსზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 16 მაისი, 2024 წელი
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 16 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ეს კანონი გამჭვირვალეობაზე არ არის
რადიო თავისუფლება
ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები აქციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპელი დიპლომატების რეგიონული ტურნე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა - მოლოდინები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპელი დიპლომატების რეგიონული ტურნე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster