ICOMOS-ის დასკვნა გელათზე


ცნობილი ხდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა გელათში მიმდინარე სადავო საკონსერვაციო სამუშაოებზე.

კულტურული მემკვიდრეობის საბჭო იკომოსი დადებითად აფასებს შერჩეულ მეთოდოლოგიას და იმ გადაუდებელ სამუშაოებს, რომლებიც გელათის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად ტარდება. იგულისხმება ივნისში დაწყებული კონსერვაციის პროცესი, რომელიც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა. ხელოვანების ნაწილი კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული იტალიელი ექსპერტების კომპეტენციას და მათი კვლევების საფუძველზე შემუშავებულ მეთოდოლოგიას დღემდე ეჭვქვეშ აყენებს. ამ სკეპტიციზმს წულუკიანის უწყება ახლა იკომოსიდან მიღებულ დასკვნას უპირისპირებს და სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციის დადებით შეფასებებზე დაყრდნობით საკონსერვაციო სამუშაოების გადახედვას გამორიცხავს. საუბარია იმ სამუშაოებზე, რომლებმაც გელათის მონასტერში მრავალწლიანი რესტავრაციის დროს დაშვებული მძიმე შეცდომები და ხარვეზები უნდა გამოასწოროს.

თამუნა ჯალაღონია დაინტერესდა, დაუსვამს თუ არა წერტილს ახალი ანგარიში გელათის გარშემო მიმდინარე მრავალწლიან დავას. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან