მრგვალი მაგიდა - "დავიცვათ ისტორიული თბილისი"

05/28/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის „Save Britain's Heritage\"-ისა და „Save Europe Heritage\"-ის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „დავიცვათ ისტორიული თბილისი\".

„Save Britain's Heritage\"-ისა და „Save Europe Heritage\"-ის წარმომადგენლები საქართველოში „თბილისის მემკვიდრეობის ჯგუფის\" დამფუძნებელთან და წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ. ექსპერტები შეაგროვებენ მასალებს საერთაშორისო პუბლიკაციისათვის. ეს ნაშრომი მიეძღვნება თბილისის არქიტექტურას და იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას თბილისის კულტურული მემკვიდრეობა.

ერთობლივი ორენოვანი ანგარიში, რომელიც მომზადდება ბრიტანელი ექსპერტების მიერ, ქართველის სპეციალისტების დახმარებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოქვეყნდება 2013 წლის ბოლოს. პუბლიკაცია საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალსაჩნოს გახდის ქალაქ თბილისის არქიტექტურის სილამაზესა და მისი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების აუცილებლობას.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან