რეგულაციების კონტროლის გამკაცრება
ქვეყანაში შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს. ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000-ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება. შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო. გარე სივრცეში, სადაც ხუთი ადამიანი იკრიბება, დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. მკაცრდება კონტროლი სარიტუალო თუ სადღესასწაულო სუფრების გადახდაზე კვების ობიექტებსა და დარბაზებში. ჯარიმა 10 ათასი ლარია, განმეორების შემთხვევაში კი, ობიექტი დაილუქება. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება რეგულაციების აღსრულება ღამის კლუბებთან და კვების ობიექტებთან მიმართებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სავაჭრო ობიექტების შემოწმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე და გამოწვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიცრათ ერთმანეთისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster