დროებითი ზავის მესამე დღე
სამშვიდობო ზავის მესამე დღეს „ჰამასი“ კიდევ 13 მძევალს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს მძევლების სია უკვე გადაეცა. ახლა ამ ნუსხას ისრაელის უსაფრთხოების ძალები შეამოწმებენ, რის შემდეგაც ინფორმაცია მძევლების ოჯახების წევრებს მიეწოდებათ. როგორც მედია წერს, „ჰამასის“ მიერ შედგენილ სიაში არიან აშშ-ის მოქალაქეებიც. მძევლების გაცვლის პროცესი სამი დღის წინ, დროებითი ზავის პირობებში დაიწყო. პირველ დღეს „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ისრაელის 13 და უცხოეთის 11 მოქალაქე გაათავისუფლა. გუშინ კი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „წითელი ჯვრის“ წევრებს 20 მძევალი გადასცეს, მათ შორის 13 ისრაელის მოქალაქე იყო. თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლებამ შეთანხმების საფუძველზე 39 დაკავებული პალესტინელი გაათავისუფლა. მათ შორის ექვსი ქალი და 33 არასრულწლოვანია. სამშვიდობო ზავი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხი დღე გაგრძელდება. ამ პერიოდში სულ 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს, ისრაელის ციხეებს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ამასთან, ზავის პირობები ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეში ისრაელის ავიაციის ფრენების დღეში ექვსი საათით შეჩერებას ითვალისწინებს, რა დროსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 200 ავტომობილი და საწვავით დატვირთული ოთხი სატვირთო უნდა შევიდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დროებითი ზავის მესამე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საინტერესო ფაქტები შობა-ახალ წელზე ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
ურთიერთბრალდებები დროებითი ზავის დროს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ურთიერთბრალდებები დროებითი ზავის დროს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოცხადებული დროებითი ზავი და ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დროებითი ზავი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 30 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster