#მოამბე 21 საათზე, 30 ნოემბერი, 2023 #LIVE

30.11.2023 01:05:50

• ეუთო-ს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიაში; მინისტერიალის დღის წესრიგი, აქცენტები საქართველოს შესახებ და ილია დარჩიაშვილის გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას; ხუთი სახელმწიფოს ბოიკოტი სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო, ევროპის ქვეყნების პირველ დიპლომატთა მწვავე გზავნილები რუს კოლეგას და ლავროვის მკაცრი ტონი ეუთო-ს მისამართით - „მოამბე“ სკოპიედან • თბილისი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიისგან პასუხს ელოდება - მმართველი გუნდი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, თუმცა ოპონენტთა ნაწილი პროცესს გეგმის გასაჯაროებამდე ემიჯნება, ნაწილი კი ხელისუფლებასთან ერთობლივ მუშაობას გეგმავს • საქართველო აზიის მინისტერიალს მასპინძლობს - მაღალი რანგის სტუმრები თბილისში და ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები კარეკის წევრ ქვეყნებს; საქართველოს როლი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, მასშტაბური პროექტები და რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა • დროებითი ზავის მეშვიდე დღე და შეთანხმების გახანგრძლივებაზე შუამავალთა მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებები ისრაელ-„ჰამასს“ შორის - თელ-ავივი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ოპერაციის განახლებას გეგმავს; „ჰამასის“ წევრების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულმა თავდასხმებმა შესაძლოა, ისედაც მყიფე ზავი ჩაშალოს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: