2020 წელს საქართველო ამერიკისგან 132 მილიონ 25 ათას დოლარს მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, 2020 წელს საქართველო ამერიკისგან 132 მილიონ 25 ათას დოლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტო ზრდაა და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 26 სექტემბერს მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრავს ამერიკის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის და დახმარების კუთხით. კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდასა და ამასთანავე, აღნიშნული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 285 მილიონი დოლარი გამოიყოფა ასევე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო უწყება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
2020 წლის უმთავრესი მოვლენები - ვაშინგტონი დღეს
ამერიკის ხმა
ქართული ოცნების კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღ...
PalitraNews
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბოკუზ დორ საქართველომ“ სტარტი აიღო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო 2020 წელს ღონისძიება ევროპელ მკვლევართა ღამე შეუე...
GeoScience
საქართველო ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster