საქართველო ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს

03.12.2019 01:17

საქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონიდან ექვსი მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, რადგან უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება. თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლის დროს, ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელს, საქართველოს მხარდაჭერა საჯაროდ სთხოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: