გოჩა ლორთქიფანიძის კომენტარი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შესახებ
2020 წლის 18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ქ. ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ იქნა არჩეული, 2021-2030 წლების ვადით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. მოსამართლის 6 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საქართველოსთან ერთად 17 კანდიდატი იყო წარდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, კოლუმბია, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა- რიკა, ეკვადორი, საბერძნეთი, მექსიკა, მონღოლეთი, ნიგერია, სიერა ლეონე, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, გაერთიანებული სამეფო და ურუგვაი. 18 დეკემბერს არჩევნების მხოლოდ ორი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგადაც არჩეული იქნა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კანდიდატები. არჩევნები განახლდება 21 დეკემბერს, დარჩენილი 4 მოსამართლის ასარჩევად. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც ფიზიკური პირების ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განხილავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ოთხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესიის დანაშაული. სასამართლო 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. სასამართლო ქ. ჰააგაში მდებარეობს. 2020 წლის მდგომარეობით, რომის სტატუტი 123 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული. საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
🔴 დღის კომენტარი 12:30 საათზე (18.12.2023)
info news
🔴 დღის კომენტარი 12:30 საათზე (29.01.2024)
info news
პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster