ქართული ოცნების კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადება
მმართველი პარტიის კომუნიკაციების დეპარტამენტის პლატფორმა, სახელწოდებით „სინამდვილეში“ განცხადებას აქვეყნებს და სააგენტო „როიტერს“ პრემიერის განცხადების კონტექსტის გარეშე გავრცელებაში ადანაშაულებს. „საერთაშორისო მედიასაშუალება „როიტერი“ საქართველოს პრემიერის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სადაც შინაარსის გარეშე წერია, თითქოს ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს. სტატია და განსაკუთრებით მისი ჰედლაინი ტოვებს აღქმას, ვითომდა საქართველოს პრემიერი „ურთიერთობების გადახედვას“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს. სინამდვილეში, „როიტერის“ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს უცხოელი მკითხველისთვის ყალბი აღქმების შექმნას. როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვაზე, მხედველობაში ჰქონდა ურთიერთობების გაღრმავება, წერია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია პრემიერის სრულ ციტატას ურთავს: „არ ვიცი, რატომ იყო რევოლუციის 2 მცდელობა 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი მცდელობები. ფაქტია, რომ წინა ელჩმა ბევრი რამ გააფუჭა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება გამოსწორება. პირდაპირ იდგნენ, მათ შორის, ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როდესაც მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელეკომპანიებს პასუხობს
Formula News
ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიმართვა-მანიფესტი ხელისუფლებას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელისუფლების პასუხი კონგრესმენებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაშაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოწერელია: არავითარი დაპირება, გავატარებთ კონკრეტულ ღონისძიე...
Radio Atinati
ოპოზიცია საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster