ღამის ცვლის დისტრიბუტორი/გადამზიდი - C კატეგორია

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

"შარმ ტრეიდინგი", აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დისტრიბუტორის/გადამზიდის (C კატეგორიის) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი, ანდრონიკაშვილის ქუჩა ნ6)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევის 20:00-02:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 1000 ლარიდან 1500 ლარის ფარგლებში

ფუნქცია-მოვალეობები:

* სავაჭრო ობიექტების მომარაგება არსებული შეკვეთების შესაბამისად, კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით
* საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* მართვის მოწმობის C კატეგორია
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დამატებითი უნარები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* შრომისმოყვარე
* ორგანიზებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV [email protected]. გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ღამის ცვლის C კატეგორიის გადამზიდი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ღამის ცვლის თრექინგის აგენტი
Argo Expedite
800₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

ღამის ცვლის ადმინისტრატორი
Silver 39 Corner Hotel
950₾ თბილისი
დედლაინი: 20 საათში

ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი
დეგუსტო
70₾ თბილისი
დედლაინი: 20 საათში

ღამის ცვლის დისპეტჩერი
FTG
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ღამის ცვლის მძღოლ-კურიერი
Scroll
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


შარმ ტრეიდინგი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო