ღამის ცვლის ადმინისტრატორი

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 ღამე მუშაობა 2 ღამე დასვენება)
ანაზღაურება: 950 ლარი

მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

* სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
* სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
* სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
* შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
* სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
* სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის
* ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
* გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
* სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
* დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
* დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას
* მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
* სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება

მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:

* უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
* აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე)
* სასურველია პროგრამა "FIDELIO"ს ცოდნა
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
* გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Silver 39 Corner Hotel

ანაზღაურება


950₾
დედლაინი
16 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო