ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი

"დეგუსტო" არის კაფეტერიათა ქსელი, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე 15 ფილიალით და დღემდე ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციას.

კომპანია ემსახურება ერთ მთავარ იდეას: "ჯანმრთელი და ხარისხიანი საკვები, კარგ სერვისთან ერთად შესაძლებელია სწრაფ და მოსახერხებელ ფორმატში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად."

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი.

ანაზღაურება, ცვლაში: 70 ლარი;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3-4 ღამე, 21:00-09:00 სთ;
ადგილმდებარეობა: დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

ბენეფიტები:

* ანაზღაურებადი სტაჟირება;
* კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
* კორპორატიული დაზღვევა;
* Fitpass;
* საბონუსე სისტემა.

ძირითადი ფუნქციები:

* მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
* პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
* პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
* სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
* სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

* გამართულად მეტყველების უნარი;
* თავაზიანი, კეთილგანწყობილი;
* ორგანიზებული და მოწესრიგებული;
* ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი".

"დეგუსტო" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დღის და ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი
SPAR Partner
750₾-850₾ თბილისი
დედლაინი: 16 საათში

მოლარე-კონსულტანტი
ლუკოილ ჯორჯია
880₾-940₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


დეგუსტო

ანაზღაურება


70₾
დედლაინი
16 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო