ღამის ცვლის მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 18:30-09:30
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ ან 4 დღეში ერთხელ.

სამუშაო ადგილი: თბილისი (გლდანი-ნაძალადევი, საბურთალო, ვარკეთილი), რუსთავი

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:

* სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
* დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
* გუნდურს;
* უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ;
* აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
* ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად;
* აუცილებელია, ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
* მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
* ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
* სალომბარდე სესხის გაცემა;

ანაზღაურება: ფიქსირებული 830 ლარიდან + ბონუსი

ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected], სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ცვლა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 სექტემბერი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: [email protected] ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი
დეგუსტო
70₾ თბილისი
დედლაინი: 16 საათში

ღამის ცვლის მოლარე
გასტრონომი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ლიდერ კრედიტი

ანაზღაურება


830₾
დედლაინი
16 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო