შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია "შპს პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. სამსახურის ადგილმდებარეობა: ფეიქრების ქუჩა, სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:00 საათი, 1 საათი შესვენება ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (net) ძირითადი მოვალეობები: ** რისკების შესწავლა, შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება; ** უბედური შემთხვევების ალბათობის პრევენცია; ** სამუშაო დიაგრამების, ცხრილებისა და ანკეტების წარმოება; ** ცეცხლმაქრების შემოწმება; ** საწარმოს რისკის მომცველი უბნების ყოველდღიური მონიტორინგი; ** სახელმძღვანელოს პერიოდული განახლება-აქტუალიზაცია და დროულად მიწოდება ხელმძღვანელ პირებსა და პერსონალისთვის; ** საგანგებო შემთხვევის შესახებ (ხელის გაჭრა და სხვა) ხელმძღვანელობისთვის ანგარიშის ჩაბარება; ** შრომის უსაფრთხოების საკითხებში შიდა აუდიტების წარმოება, ანალიზი, შედეგების წარდგენა ხელმძღვანელ პირებთან; ** ახალ თანამშრომელთა პირველადი ინსტრუქტირება- სწავლება; ** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პერსონალის ქცევის მონიტორინგი; ** უბედური შემთხვევები დროს აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ** უბედური შემთხვევების სიმძიმის შეფასება; ** საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში; ** უბედური შემთხვევების რეგისტრაცია და ანგარიშის წარდგენა საჭიროების შემთხვევაში; ** ყოველდღიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარმოება საჭიროების შემთხვევაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია (სრული პროგრამის სერტიფიკატი); ** სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება სასაწყობე/ლოგისტიკის სფეროში ანალოგიურ გამოცდილებას); ** MS Office (Word - საშუალოდ; Excel - საშუალოდ); ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული უნარები-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს პარტნიორის ს/კ 400132192 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს პარტნიორის ს/კ 400132192 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2. შპს პარტნიორი ს/კ 400132192 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
HSE Georgia
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 1 საათში

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
რედლაინერი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
HSE Group
თბილისი 1500₾-2500₾ დედლაინი: 1 საათში

მიღების სპეციალისტი
რითეილ ლოგისტიკ
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


პარტნიორი

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო