შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

აღწერა

HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;

HSE Georgia აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში


ძირითადი მოვალეობები:

  • კონტრაქტორ კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა
  • რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის შემუშვება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დამკვეთი კომპანიის გარემოს და შრომის პროცესის თავისებურებებს;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების ჩატარების გეგმის შედგენა და დასაქმებულებისთვის შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • საჭირო გაზომვითი სამუშაოების ჩატარება (მიკროკლიმატის, ხმაურის და ა.შ);
  • სწავლებების, ინსტრუქტაჟების ჩატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, დიპლომი;
  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციების, სწავლებების ჩატარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა.
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სასურველი);

აუცილებელი პირობა:

  • მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა (კომპანია აანაზღაურებს საწვავისა და ცვეთის ღირებულებას);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, ასევე რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 94 00 33 / +995 579 37 00 33 / +995 599 34 29 68 /

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
პარტნიორი
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
რედლაინერი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
HSE Group
თბილისი 1500₾-2500₾ დედლაინი: 3 საათში

მიღების სპეციალისტი
რითეილ ლოგისტიკ
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


HSE Georgia

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
3 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო