შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

აღწერა

700-ზე მეტი ობიექტის მომსახურებისა და ათეულობით წარმატებული პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანია "რედლანერი | REDLINER" მეოთხე წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ სწრაფადვე მოახერხა ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისება. ავტორიტეტი პრობლემების ინოვატურული გადაწყვეტით დაიმკვიდრა და მუდმივად განაგრძობს განვითარებას. შესაბამისად გუნდში გვესაჭიროება შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც გაუძღვება რამდენიმე სამშენებლო ობიექტის შრომის უსაფრთხოების სამუშაოებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი ან/და დიპლომი; ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** გამართული საკომუნიკაციო უნარები; ** აუცილებელია მინ. 2 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება) ** შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვისა და მართვისთვის აუცილებელი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების უნარი/გამოცდილება; ** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი/გამოცდილება. მოვალეობები: ** სამუშაო ობიექტ (ებ)ის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მონიტორინგი; ** კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება; ** კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟების ჩატარება; ** საკანონმდებლო ცვლილებებისა და სფეროში მიმდინარე ცვლილებების თვალის დევნება და გუნდისა და კონტრაქტორების ინფორმირება სიახლეების შესახებ. გთავაზობთ: ** ტრენინგებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** სწრაფ კარიერულ და ფინანსურ წინსვლას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00. ანაზღაურება: განისაზღვრება გასაუბრებაზე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, საშუალოდ 2000 ლარიდან. რეზიუმეებს ველოდებით მეილზე: [email protected]. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შრომის უსაფრთხოების მენეჯერი". დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ნომერზე: + 995 593 58 45 51 გაცნობებთ, კომპანია "რედლაინერი|REDLINER" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პრეტენდენტის პერსონალურ ინფორმაციას დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 6 თვის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ჰოლ მენეჯერი
BET25
თბილისი 1200₾ დედლაინი: 6 დღეში

მარკეტის მენეჯერი
ჯსთ მარკეტი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 5 დღეში

ოფისის მენეჯერი
მიდეა
თბილისი 1000₾-1200₾ დედლაინი: 4 დღეში

სლოტ ოპერატორი
BET25
თბილისი 1000₾ დედლაინი: 6 დღეში

გაყიდვების მენეჯერი
ბიგ ჩოისი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 20 საათის წინ

კომპანია


რედლაინერი

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო