ოფისის მენეჯერი

აღწერა

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე დეკრეტული შვებულების ჩასანაცვლებლად 6 თვის ვადით. ფუნქცია-მოვალეობები: ** ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფად ტექნიკური და სამეურნეო საკითხების მოგვარება ** კომუნალური საკითხების გამართულად მუშაობის კონტროლი და დაზიანების შემთხვევაში მოგვარებაზე ზრუნვა. ახალი აბონენტის რეგისტრაცია ყველა არსებულ ფილიალსა თუ ოფისში ** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა - ადმინისტრირებაში ფინანსური განყოფილებისთვის დახმარების გაწევა ** ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა: ოფისისთვის და საწყობებისთვის-საკანცელარიო, სამეურნეო, ტექნიკის და ავეჯის შეძენა ან გაკეთების ადმინისტრირება ** შენობა-ნაგებობების, ავტომანქანების და მარაგების დაზღვევის ადმინისტრირება ** საწვავის ყიდვის ადმინისტრირება ** ახალი მანქანისთვის საწვავის ბარათის შეკვეთა ** კომპანიის ავტომობილების ჯარიმების გადამოწმება და გადახდის უზრუნველყოფა ** ფოსტის გაგზავნის დაგეგმვა ** სტუმრებისთვის სასტუმროს დაჯავშნა, მივლინების დროს სასტუმროს მოძიება და ადმინისტრირება. ** შრომის უსაფრთხოების კომპანიისთვის ადმინისტრირების გაწევა. ტრენინგების სიის მომზადება და თანამშრომლების დასწრების გაკონტროლება არსებულ ტრენინგებზე ** სხვა ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვა და მათი გადაჭრა ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ ერთი წელი მსგავს პოზიციაზე) ** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა ** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა ** თავაზიანობა ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დისციპლინირებულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-1200 ლარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 18:00 სთ მდე დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] 2024 წლის 02 აგვისტომდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: ** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით ** გასაუბრება შპს "ემტექნიკსი" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის" მიერ სხვა, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოფისის მენეჯერი
Mydeliver
თბილისი დედლაინი: 2 საათში

ოფისის მენეჯერი
El-Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 საათში

ოფისის მენეჯერი
W8Shipping Georgia
თბილისი დედლაინი: 2 საათში

ოფისის მენეჯერი
GDCC
თბილისი 800₾ დედლაინი: 4 დღეში

ოფისის მენეჯერი
ნუტრიმაქსი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 4 დღეში

ოფისის მენეჯერი
StepUp
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


მიდეა

ანაზღაურება


1,000₾ -1,200₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო