კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

აღწერა

"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. "HSE Group" თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N:7 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სამუშაოს აღწერა: ** ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან; ** ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება: პოტენციურ მომხმარებელთან (შეხვედრების დაგეგმვა/გამართვა, მომსახურების შეთავაზება/პრეზენტაცია); ** პოტენციურ ან არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია; ** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება; ** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება; ** ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა; ** გაყიდვების გეგმისთვის ხელშეწყობა, შესრულება; ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით; ** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა; პიროვნული უნარები და მახასიათებლები: ** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებული; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად გადანაწილების უნარი; ** პასუხისმგებლობიანი; ** განვითარებაზე ორიენტირებული; ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500-2500 ლარის რეინჯში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე + ბონუსი. ** განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრულ გუნდს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** სამედიცინო დაზღვევას; ** კორპორატიულ ნომერს; დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


HSE Group

ანაზღაურება


1,500₾ -2,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო