ტრანსპორტის მენეჯერის თანაშემწე

აღწერა

შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. https://www.giantilogistics.ge კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ტრანსპორტის მენეჯერის თანაშემწე აუცილებელი მოთხოვნები: ** იდენტურ ან მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა თანამდებობრივი ვალდებულებები: ** სატრანსპორტო საშუალებების ტექ-დათვალიერებების ვადის კონტროლი, ტექ-დათვალიერების დაგეგმვა და გატარების კონტროლი; ** ფოტოსერთიფიკატების და ტაქოგრაფის სერტიფიკატის ვადის კონტროლი და ახალი სერტიფიკატების მომზადების უზრუნველყოფა; ** ტენტიანი და მაცივარ- მისაბმელის ტექნიკური გამართულობის კონტროლი; ** ჩამოწერილი ტექნიკის შესაბამის დაწესებულებაში ჩაბარება, შეფასების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება ფინანსური განყოფილებისთვის; ** მანქანებისა და მისაბმელების ვიზუალური შემოწმება და შესაბამისი რეპორტის მომზადება, ყოველდღიური ჩეკლისტების წარმოება; ** ოპერატორისგან მიღებული საბუთებითა და ინსტრუქციებით მძღოლების უზრუნველყოფა ** ზეთებისა და საბურავების შეცვლის აღრიცხვა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** ახალი მძღოლების აღჭურვა ყველა საჭირო ნივთით (სპეც-ფეხსაცმელი, ჟილეტი, ჩაფხუტი, აფთიაქი, ცეცხლმაქრი, ციმციმა) და საბუთებით; ** სატრანსპორტო განყოფილების უსაფრთხოების ინვენტარის კონტროლი, ვადების კონტროლი; სამუშაო ადგილი: ლილოს მიმდებარე ტერიტორია სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 სთ-მდე; შაბათი: 09:00-14:00 სახელფასო განაკვეთი: საწყის ეტაპზე ხელზე ასაღები 1500 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ტრანსპორტის მენეჯერი
ვესტ ინვესტი
თბილისი 2500₾ დედლაინი: 6 დღეში

ონბორდინგის მენეჯერი
Profy
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

ლოგისტიკის მენეჯერი
კოროს სტარონ
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


GIANTI Logistics
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო