ონბორდინგის მენეჯერი

აღწერა

"PROFY" ეს არის ინოვაციური სტარტაპ კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს ხარისხიან სერვისს დალაგებისა და ხელოსნის მომსახურების კუთხით. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://profy.ge/, https://www.facebook.com/ProfyApp კომპანია "Profy" აცხადებს ვაკანსიას ონბორდინგის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #24 სამუშაო გრაფიკი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ყოველთვიური და კვარტლური ბონუსი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენის წერილობით და სასაუბრო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური აზროვნების უნარი; ** გამართული მეტყველების უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** რთული სიტუაციების მართვის უნარი; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობიანი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პარტნიორების შერჩევის სრული ციკლის წარმოება (შერჩევა/დატრენინგება); ** პარტნიორებთან კომუნიკაცია და დროული რეაგირება მათ საჭიროებებსა და შეკითხვებზე; ** კანდიდატების ბაზების მართვა და განვითარება; ** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა; ** პარტნიორებთან დროული კომუნიკაცია პრობლემური სიტუაციების არსებობის შემთხვევაში; ** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა მსგავსი დავალებების შესრულება. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; ** საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტს; ** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject Title) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ონბორდინგის მენეჯერი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "პროფის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 12 თვის ვადით. "მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
Profy
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების წარმომადგენელი
Power & Beauty
თბილისი 1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Profy

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო