ტრანსპორტის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: 9:00 - 18:00 (კვირაში 5 დღე) ანაზღაურება: 2500 ლარი; ფუნქცია-მოვალეობები: ** გეგმური პროფილაქტიკური შემოწმებებისა და საჭიროებით გამოწვეული სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; ** ავტოპარკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** ავტო-სერვისის მომწოდებელი კომპანიების შერჩევაში მონაწილეობის მიღება; ** შესასყიდ სატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური მახასიათებლების ჩამოყალიბება ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად; ** გეგმური ტექ. დათვალიერებების უზრუნველყოფა; ** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა; ** სარემონტო სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოება; ** ყოველდღიური ანგარიშებისა და საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება; ** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების წაკითხვის და შეფასების ცოდნა; ** მართვის მოწმობა - BC კატეგორია; ** 1C, ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად); საჭირო უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებისადმი ორიენტირებულობა; ** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი ** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტრანსპორტის მენეჯერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ტრანსპორტის მენეჯერის ასისტენტი
Travel Door Georgia
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ლოგისტიკის მენეჯერი
კოროს სტარონ
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ბუღალტერი
KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 3 კვირაში

ჰერდსმანი, წველის ოპერატორი
მარტყოფის ბაგა
თბილისი 1400₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ვესტ ინვესტი

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო