აღწერა

სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა - KTL" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, საბაჟო საწყობები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ფლობს საკუთარ ავტოპარკს. ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტების შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება; ** მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი; ** საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ** ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი; ** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე; ** ბანკის ამონაწერის აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; ** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი; ** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება; ** კვარტალური და ყოველწლიური რეპორტების წარდგენა საქართველოს სტატისტიკის ბიუროში; ** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება. მოთხოვნებით: ** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით. ** სავალდებულოა ინგლისური B1 ენის დონეზე ცოდნა; ** სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა. ** სასურველია ბუღალტრად/ბუღალტრის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** დასაქმებას დინამიურ სატრანსპორტო კომპანიაში ** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს ** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს ** თანამედროვე და კეთილ მოწყობილ სამუშაო ადგილს ** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას დამატებითი ინფორმაცია: ** კანდიდატს 01.08.2024-დან უნდა შეეძლოს მუშაობის დაწყება ** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ** ანაზღაურება: 1, 500-2, 000 ლარი ხელზე ასაღები გამოცდილების შესაბამისად ** დამატებითი ბენეფიტები: საგამოცდო პერიოდის (3 თვე) გასვლის შემდეგ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა და კორპორატიული ტელეფონის ნომერი ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, მეტროსადგური "300 არაგველი"-ს სიახლოვეს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტერი". ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს. დაგიკავშირდებით მხოლოდ დაინტერესების შემთხვევაში. მადლობა!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
ვაისი
თბილისი 4501400₾ დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ბუქქიფერსი
თბილისი 1000₾-2000₾ დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო