PepsiCo GO სტაჟიორი ფინანსების მიმართულებით

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი ფინანსების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! მოკლე აღწერა: ფინანსები/შემოსავლების მართვა - ბიზნესის მიმართულების შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ფინანსებს, მარკეტინგს, ეკონომიკასა და სტატისტიკას. ამ დეპარტამენტში ხდება პროდუქტებზე ფასწარმოქმნა, კლიენტებისა და მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების განსაზღვრა და სავაჭრო ინვესტიციების ეფექტურობის დადგენა რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: ** გახდი შემოსავლების მართვის საერთაშორისო გუნდის წევრი ** გაანალიზე ჩვენი ბრენდების კონკურენტული გარემო და გამოიკვლიე პეპსიკოს პორტფელის განვითარების პოტენციური რისკები ** გამოთვალე პრომო აქციების ეფექტურობა და განსაზღვრე სავაჭრო ინვესტიციების საუკეთესო პრაქტიკები ** შეიმუშავე შემოთავაზებები, რათა გაზარდო არსებული და ახალი პროდუქტების მომგებიანობა პროგრამის დასრულების შემდეგ: ** მიიღებ გამოცდილებას კროს-ფუნქციონალურ ურთიერთობებში, რადგან შემოსავლების მართვა კომპანიის კომერციული პროცესების ცენტრია ** ისწავლი დიდ მონაცემებთან მუშაობას, განავითარებ კრიტიკულ აზროვნებას ** გაიგებ მენეჯერული ანალიზის ასპექტებს: ამონაგები ინვესტიციაზე, ფაქტორული გავლენა, ფასის ელასტიკურობა ** განავითარებ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარებს, ისწავლი მუშაობას მრავალფეროვან დავალებებთან ** ისწავლი ექსელისა და სხვა პროგრამების ეფექტურად გამოყენებას ვის ვეძებთ: ** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით ** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე ** MS Office პროგრამების ცოდნა ** სრული განაკვეთით (40 სთ/კვირაში) მუშაობის შესაძლებლობა 2024 წლის აგვისტოდან რას გთავაზობთ: ** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა; ** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი; ** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება წარმოების მიმართულებით; ** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება; საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. დაინტერესდი? გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

PepsiCo GO სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 3 კვირაში

PepsiCo GO სტაჟიორი წარმოების მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 3 კვირაში

სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
Pepsico
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 დღეში

მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე
PepsiCo
თბილისი 1150₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Pepsico

ანაზღაურება


1,600₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო