სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით და ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! რა ამოცანებია შესასრულებელი: მარაგების მართვის გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში, კერძოდ, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, დეკლარაციების და სხვ. მიღება და სისტემაში გატარება, სამივლინებო/წარმომადგენლობითი დოკუმენტების მიღება, მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი, პროგრამული მონაცემების დამუშავება და ანალიზი, ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა. ვის ვეძებთ: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბუღალტერიის, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით ** სტაჟირების გამოცდილება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად ** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად; ინგლისური ენა - B2+ დონეზე ** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ანალიტიკური აზროვნება ** დეტალებზე ორიენტირება ** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა რას გთავაზობთ: ** პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა ** წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე ** სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე ** სამუშაო ადგილი: ფონიჭალა / ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი (40 სთ/კვირაში) ** ანაზღაურება - 900 ლარი ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი ** ტრანსპორტირება ** კვება დაინტერესდი? გამოგზავნე რეზიუმე მისამართზე [email protected] 5 ივლისამდე, მიუთითე ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სტაჟიორი ბუღალტერიის განყოფილებაში
აუდიტორნი
თბილისი 2₾-3600₾ დედლაინი: 1 კვირაში

სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
Worldcars
თბილისი 600₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


Pepsico

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო