PepsiCo GO სტაჟიორი ტექნიკური მომსახურების მიმართულებით

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი ტექნიკური მომსახურების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! მოკლე აღწერა: წარმოება - ეს არის ფუნქცია, სადაც უწყვეტ რეჟიმში იწარმოება ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც დანერგილია თანამედროვე საწარმოო ხაზები და მუშაობს მეგობრული და მოტივირებული გუნდი. რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: ** საწარმოს მანქანა-დანადგარების მოცდენის მიზეზების ანალიზი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ** მანქანა-დანადგარების დანახარჯთა ანალიზი ** მანქანა-დანადგარების კლასიფიკაცია მათი კრიტიკულობიდან გამომდინარე ** მანქანა-დანადგარების მომსახურების ღირებულების შემცირების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა ** მანქანა-დანადგარების ჩანაცვლების, შეკეთების ან მოდერნიზაციის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა პროგრამის დასრულების შემდეგ: ** მიიღებ ცოდნასა და გამოცდილებას მანქანა-დანადგარების მომსახურების თანამედროვე მიდგომებში ** გაეცნობი რძის პროდუქტების საწარმოს მანქანა-დანადგარების მწარმოებელ კომპანიებს ** ისწავლი მანქანა-დანადგარების გაუმართაობის ანალიზის ჩატარებას და მათი სანდოობის გაზრდის გეგმის შემუშავებას ** შეძლებ მოლაპარაკებების წარმოებას მანქანა-დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების მომწოდებლებთან ვის ვეძებთ: ** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სასურველია საინჟინრო მიმართულებით ** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე ** MS Office პროგრამების ცოდნა ** სრული განაკვეთით (40 სთ/კვირაში) მუშაობის შესაძლებლობა 2024 წლის სექტემბრიდან რას გთავაზობთ: ** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა; ** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი; ** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება საწარმოო პროცესების მიმართულებით; ** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება; საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. დაინტერესდი? გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

PepsiCo GO სტაჟიორი ფინანსების მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 3 კვირაში

PepsiCo GO სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 3 კვირაში

PepsiCo GO სტაჟიორი წარმოების მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 3 კვირაში

სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
Pepsico
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


Pepsico

ანაზღაურება


1,600₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო