მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები.

ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:
  • ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.
  • მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
  • ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კანდიდატის პროფილი:
  • განათლება - საშუალო
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე

რას გთავაზობთ?
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • კონკურენტული ანაზღაურება - 1150 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 1450 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი)
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე
Pepsico
თბილისი 1150₾ დედლაინი: 2 დღეში

მძღოლი-ექსპედიტორი
Viva
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

მძღოლი - ექსპედიტორი
ფორმატი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

მძღოლი-ექსპედიტორი
იზივეი
თბილისი 900₾-1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

მძღოლი/ექსპედიტორი
ფროსტ სოლუშენი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

მძღოლი-ექსპედიტორი
ჩიკორი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


PepsiCo

ანაზღაურება


1,150₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
საშუალო განათლება

წყარო