შესყიდვების დამხმარე სპეციალისტი

აღწერა

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) და ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) ინსტიტუციური წევრია. ბოტანიკურ ბაღს მინიჭებული აქვს მორტონის არბორეტუმის III კლასის აკრედიტაცია. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 შესვენება 13:00-14:00 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 ანაზღაურება: 1596 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)* *შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. სამუშაოს ზოგადი აღწერა: ** დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება; ** ბოტანიკური ბაღის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური მარაგების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ** ბოტანიკური ბაღის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური მარაგების შევსებაში მონაწილეობის მიღება; ** მატერიალური მარაგების შესყიდვის მიზნით პოტენციურ მომწოდებელთა ბაზრის კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი; ** სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ** მიმწოდებელთან ხელშეკრულების დროული ხელმოწერის უზრუნველყოფა და დოკუმენტების დროული, სათანადო გაფორმების კონტროლი; ** შიდა ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ატვირთვისა და შესაბამისი სტატუსების მინიჭების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ფაკულტეტის (მომიჯნავე სფეროების) ბაკალავრის ხარისხი; ** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** MS Office (Word, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა პიროვნული უნარები: ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** მონაცემების დამუშავების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა. ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს. შერჩევის მეთოდი: ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) და დამსაქმებლის სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 24.07.2024 ** პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე [email protected] ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
აქვა გეო
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

წარმოების დამხმარე თანამშრომელი
მადარტი
თბილისი 900₾-1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე-მოლარე
Retailer
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ანაზღაურება


1,596₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო