ბუღალტრის დამხმარე-მოლარე

აღწერა

კომპანია "Retailer" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარე-მოლარის პოზიციაზე. კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი იხილეთ აქ: http://www.retailer.ge კომპანიის შესახებ: 2014 წლიდან პროფესიონალურად არის დაკავებული მაღაზიების დიზაინის შემუშავებით, პროექტირებით, მერჩენდაიზინგით, სავაჭრო აღჭურვილობის და POS მასალების გაყიდვით. საქართველოში სავაჭრო აღჭურვილობისა და POS მასალების ყველაზე დიდი მაღაზია. POS მასალების და ფასმაჩვენებლის დამჭერების სეგმენტში ლიდერი კომპანია. იყიდება ყველა ტიპის სავაჭრო აღჭურვილობა მაღაზიებისთვის. კომპანიის ვებ-გვერდები: http://www.retailer.ge http://www.4sales.ge https://urikebi.ge ვაკანსიის აღწერა: ** ხელფასი: 1000 ლარი ** გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე (ანაზღაურებადი) ** გამოსაცდელ ვადაზე ხელფასი 850 ლარი ** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N43 ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა საბუთების მომზადება. ** კომპანიის თანამშრომლების შვებულების აღრიცხვის წარმოება ** თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვა ** თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის შედგენა ** თანამშრომელთა მივლინებების დაგეგმა და აღრიცხვა, საბუთების გატარება. ** ოფისისთვის საჭირო საქონლის (საკანცელარიო ნივთები, წყალი, მცირე ავეჯი და ა.შ.) შეძენა. ** ნაღდი ფულის მიღება/გაცემა სალაროდან ** სასაქონლო ზედნადებების შექმნა საბუღალტრო პროგრამა 1C-ში და მისი ავტომატური ატვირთვა RS.ge-ზე და CRM. ** ნაღდი ფულის გაცემა ანგარიშვალდებულ პირებზე ** სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის კონტროლი ** სალაროს პირველადი საბუთების წარმოება და აღრიცხვა ** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ანგარიშების, შესყიდვების, ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა. ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია აღნიშნულ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დისციპლინირებული, პუნქტუალური ** შრომისმოყვარე, ორგანიზებული ** Microsoft Office ცოდნა ** აუცილებელია რუსული და ქართული ენების ცოდნა დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტრის დამხმარე
ედვინგსი
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

ბუღალტრის დამხმარე
ბუღალტრული კომპანია
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე
ინტრაკო ნუტრიშენი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე
ბილდი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბუღალტრის დამხმარე
კარმენი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Retailer

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო