შესყიდვების სპეციალისტი

აღწერა

შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნოს" და გაზირებული მინერალური წყალი "კობის" მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას. კომპანია "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი მისაქციელი. ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება) ** ანაზღაურება: ფიქსირებული ** ვაკანტური ადგილი: 1 ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ნედლეულის მომწოდებლებთან კომუნიკაცია შესყიდვების მიზნით ** ნედლეულის შესყიდვის პროცესის კონტროლი ** შიდა ბაზარზე ოპერირება/ მეთვალყურეობა ** პროცესის მონიტორინგი შიდა ბაზარზე ** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება ** დამხმარე მასალებისა და ნედლეულის შესახებ დოკუმენტაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისთვის ** დოკუმენტაციის წესრიგში ქონა, ISO სტანდარტებით ** შესყიდული საქონლის ლოჯისტიკა და იმპორტის პროცესის უზრუნველყოფა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, კომერციული) ** სასურველია შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (რუსული ჩაითვლება უპირატესობად) ** კომპიუტერული უნარები (საოფისე პროგრამების ცოდნა) ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი ** კომუნიკაბელურობა ** არაკონფლიქტურობა ** დარწმუნების უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** მოწესრიგებულობა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე [email protected] თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. კომპანია "აქვა გეო" გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 2 დღეში

შესყიდვების სპეციალისტი
აითი თექ
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 5 დღეში

შესყიდვების სპეციალისტი
რუსთავოილი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
ნეოტექი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


აქვა გეო
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო